სიტყვა “აიშა” უძველესი მნიშვნელობით ცოცხალს, ნამდვილს და გაბრწყინებულს წარმოადგენდა. მისი თანამედროვე მნიშვნელობა კი, ებრაულ ენაში ქალია. ამ სახელწოდების სილამაზის ცენტრი თბილისში, ცოტნე დადიანის 22 ნომერში, უკვე რვა წელია ფუნქციონირებს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ფართო სპექტრის მომსახურებას სთავაზობს.
მაღალი ხარისხი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამიტომ ვმუშაობთ უმაღლესი ხარისხის იტალიური, ფრანგული და ისრაელის ნაწარმით. გვყავს სერთიფიცირებული, მაღალ-კვალიფიციური, დიდი გამოცდილების მქონე, ქართველი და უცხოელი პროფესიონალები.
ია გოგაძე
აღიარებული ექსპერტი კოსმეტოლოგიის დარგში. 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო სასწავლებელი, წარმატებით დაამთვრა ისრაელის აკადემია “GIGI” საქართველოში წარმოდგენილია „GIGI“-ს მთავარ ტრენერ ინსტრუქტორად.აქტიურად იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სამედიცინო დერმატოლოგიურ კონგრესებში, ლიცენზირებული, სერტიფიცირებული, დიპლომირებული – კანის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა, კონტურული პლასტიკა და ინექციები, ლაზერული ტექნოლოგიები.
ესთეტიკის ცენტრ „აიშას“ მთავარი ექიმი-კოსმეტოლოგი